როგორ აისახა ომის მეორე წელი რუსეთის ბიუჯეტზე – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა 2023 წელს სამხედროების საჭიროებებზე მშპ-ის თითქმის ერთი პროცენტით მეტი დახარჯა, ვიდრე 2021 წელს, ხოლო ომის რეალური ხარჯი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წელს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 6,6 ტრილიონი რუბლია (85,8 მილიარდი დოლარი).

ეს თანხა კი რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 4,4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2021 წელს 3,6% იყო.

„რუსეთის რეალური სამხედრო ხარჯები ზუსტად არ არის ცნობილი, გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო, მათ შორის, საბიუჯეტო გასაიდუმლოებული პოზიციების გამო, რაც ბიუჯეტის, დაახლოებით 22%-ს შეადგენს. თუმცა, უკრაინაში ომზე სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ ნაწილი იხარჯება. გარდა ამისა, რუსეთს თითქმის აუცილებლად ემუქრება დამატებითი პირდაპირი საბიუჯეტო ხარჯების გაწევა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში თავდაცვის აქტივობებზე,“ – აღნიშნულია მიმოხილვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები