ჩეხეთმა რუს სპორტსმენებს ქვეყანაში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში მიმდინარე შეჯიბრებებში ცალკეულ სპორტსმენებს და გუნდებს, რომლებიც რუსეთს წარმოადგენენ, მონაწილეობა აუკრძალა.

ამის შესახებ ჩეხეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, ჩეხ სპორტსმენებს და გუნდებს ეკრძალებათ რუსეთში გამართულ შეჯიბრებებში და მატჩებში მონაწილეობის მიღება.

წინადადება ჩეხეთის სპორტული გაერთიანებებიდან მოდიოდა და მას მხარი სპორტის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამაც დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები