პოლიციელი, რომელმაც საფრანგეთში 17 წლის მოზარდი მოკლა, გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს უხდის

პოლიციელმა, რომელმაც საფრანგეთში 17 წლის ნაელი სასიკვდილოდ დაჭრა, მოზარდის ოჯახს ბოდიში მოუხადა, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.

„პირველი სიტყვები, რაც მან თქვა, იყო ბოდიშის მოხდა და ბოლო სიტყვები, რომელიც მან თქვა, იყო ბოდიში ოჯახისთვის“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დარბეულია მაღაზიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები