„სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა“ – ჯოზეფ ბორელი

High Representative of the European Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell talks to the media as he arrives for a European Council Summit, at the EU headquarters in Brussels, on June 29, 2023. EU leaders will the EU's continued support to Ukraine, as well as the economy, security and defence, migration and external relations over the two-day summit. (Photo by KENZO TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასუსტდა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყების შედეგად, რაც ცხადყოფს, რომ ის „არ არის ერთადერთი ბატონი ქალაქში“ და რომ „მან დაკარგა ძალის მონოპოლია“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ „ძალიან კარგად უნდა იცოდეს შედეგების შესახებ“.

„უფრო სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. აქამდე რუსეთს როგორც საფრთხეს ვუყურებდით, რადგან ის ძალა იყო. ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ რუსეთს, როგორც რისკს შიდა არასტაბილურობის გამო“, – განაცხადა ბორელმა  ბრიუსელში ევროპელი ლიდერების მაღალი დონის შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები