„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“ – ოლაფ შოლცი
ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას რუსეთში განვითარებული მოვლენების შედეგების განსახილველად შეიკრიბნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გავმართოთ და განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, როდესაც საქმე ეხება იარაღის მიწოდებას“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
მანამდე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „დასუსტებული პუტინი უფრო დიდი საფრთხეა – არასტაბილური რუსეთი ხდება – რისკი“.