მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც კენჭს იყრის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

„უკრაინაში ვიზიტი ცხადყოფს ჩემს მტკიცე განწყობას, ჩემი წვლილი შევიტანო და გავაგრძელო მოწოდება, რომ ამერიკამ ძლიერი მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და მოკავშირეებს“, – განუცხადა პენსმა NBC News-ს.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პენსი რესპუბლიკური პარტიიდან პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც კამპანიის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები