საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ – მობილიზებულია 40 ათასი პოლიციელი

საფრანგეთში, არეულობის ფონზე, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 40 ათასი პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებულია.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

ამასთან, მან გამორიცხა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რადგან მიაჩნია, რომ შსს-ს მიერ მოზიდული რესურსი საკმარისია.

„როდესაც თავს დაესხნენ სკოლებს, მერიებს, პოლიციის განყოფილებებს და სოციალურ ცენტრებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მუშათა კლასის უბნების მცხოვრებლები ზარალდებიან… ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური სიმბოლოები. ეს არის ორგანიზაციები, რომლებსაც აშკარად სურდათ შეტევა ჩვენს რესპუბლიკურ პაქტზე”, – თქვა მინისტრმა.

დარმანენმა ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მიმართა, რომ, “საერთო ინტერესების, ხალხისა და რესპუბლიკის ინსტიტუტების სასიკეთოდ”, ყველამ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდონ.

„არ შეიძლება, იყოს არავითარი „მაგრამ“, როდესაც თავს დაესხნენ სკოლებს, როდესაც თავს დაესხნენ მერიებს, როდესაც თავს დაესხნენ საჯარო მოხელეებს, რადგან ტრაგედია შეიძლებოდა მომხდარიყო გუშინ ღამით“, – დაასკვნა საფრანგეთის შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები