შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
შსს-ში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“29 ივნისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებთან და ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – თეიმურაზ კუპატაძის ბრიფინგი გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.