“განზრახ მკვლელობა” – ნანტერის პროკურატურა პოლიციელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

ნანტერის პროკურატურამ პოლიციელის დაკავება მოითხოვა, რომელმაც ორი დღის წინ 17 წლის მოზარდი მოკლა.

ნანტერში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ გამოძიება გადაკვალიფიცირებულია, საქმეა აღძრული “განზრახ მკვლელობის” მუხლით.

პროკურატურა პოლიციელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

„გამოძიების მდგომარეობიდან და შეგროვებული მასალებიდან გამომდინარე, ბრალდება მიიჩნევს, რომ არ იყო დაცული იარაღის გამოყენების კანონიერი პირობები”, – თქვა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები