“მკვლელობის მცდელობა” და “განზრახ მკვლელობა” – ნანტერის პროკურატურაში 17 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია ჩაინიშნა
ნანტერის პროკურატურაში პრესკონფერენცია ჩაინიშნა, რომლის დროს მედიასთან ისაუბრებენ იმ გამოძიებაზე, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას უკავშირდება.
ცნობილია, რომ პროკურატურა გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს, პირველი – “დამორჩილებაზე უარის თქმა” და “მკვლელობის მცდელობა”, ასევე “განზრახ მკვლელობის” მუხლით.
თუმცა, მოკლული ნაელის ოჯახის ადვოკატებს ეჭვი ეპარებათ, რომ გამოძიება საქმეს მიუკერძოებლად გამოიძიებს.
მათ მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ სარჩელი შეაქვთ პოლიციელის წინააღმდეგ.
“მისი ქმედება ეჭვს არ იწვევს. სარჩელი ასევე მიმართული იქნება, მისი კოლეგის წინააღმდეგ მკვლელობაში მონაწილეობისთვის”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა.