“ძალადობა არ შეიძლება, იყოს სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული რეაქცია” – ოლივიე ვერანი
საფრანგეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ამჟამად საპარლამენტო წარმომადგენელი, ოლივიე ვერანი 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებულ არეულობას ეხმიანება და ამბობს, რომ “ძალადობა ვერ იქნება სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული რეაქცია”.
ამის შესახებ მან BFM-TV-ს ეთერში თქვა.
მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში უკვე ორი დღეა – ხდება, არის “თავდასხმა რესპუბლიკაზე”.
“მაგრამ რესპუბლიკა კი არ იმყოფება პოლიციის დაცვის ქვეშ, არამედ რესპუბლიკამ მოკლა ნაელი, მაგრამ პასუხისმგებლობა არა რესპუბლიკის პოლიციას ეკისრება, არამედ იმ ადამიანს, რომელმაც მოკლა და რომელიც პასუხისგებაში მიეცემა, თუ ამას საჭიროდ მართლმსაჯულება ჩათვლის”, – თქვა მან და დასძინა, რომ გმობს “რესპუბლიკაზე თავდასხმას”.