საფრანგეთში არეულობის შედეგად მერიის შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა
საფრანგეთის ჩრდილოეთით მონს-ენ-ბარულში აქციის მონაწილეებმა მერიის შენობას ცეცხლის მოუკიდეს.
ამის შესახებ კომუნის მერმა, რუდი ელეგესტმა განაცხადა, – იტყობინება რადიოსადგური France Bleu.
მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობაში ფანჯრები და კარები ჩაამტვრიეს.
” მერიაში მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მაგრამ ისინი იძულებულნი გახდნენ და დაიმალნენ, რომ მათი ქმედებებისგან არ დაშავებულიყვნენ. ღამის დაახლოებით 00:30 საათზე ამ თანამშრომლების გამოყვანა შევძელით ცეცხლმოკიდებული შენობიდან”, – თქვა მან.
ელეგესტმა ასევე Agence France-Presse-ს უთხრა, რომ შენობა ნაწილობრივ დაიწვა.
მისი თქმით, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მერიის პირველი სართული მთლიანად დანგრეულია. მისივე ინფორმაციით, დარბეული ასევე ახლოს მდებარე შენობებიც.