საფრანგეთში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

საფრანგეთში აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ.

აზერბაიჯანის ტელერადიომაუწყებლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საფრანგეთში გადაღებებისას თავს დაესხნენ აზერბაიჯანის ტელერადიომაუწყებლობის თანამშრომლებს. შედეგად, რეპორტიორი და ოპერატორი დაშავდნენ, ვიდეოკამერა კი ხელიდან მოსტაცეს და დაამტვრიეს. კამერის დაბრუნების მცდელობისას, ჟურნალისტებს დაემუქრნენ.

როგორც “აზერბაიჯანის ტელევიზია და რადიოს მაუწყებლობა”, კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს, განვიხილავთ მას როგორც თავდასხმა არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, თავისუფალ ჟურნალისტურ საქმიანობაზე.

მოვითხოვთ, საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ობიექტურად გამოიძიონ ეს ინციდენტი, გამოავლინონ და დაისაჯონ თავდასხმაში მონაწილეები, და მიიღონ აუცილებელი ზომები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები