გამოკითხვა: რუსების თითქმის 16% უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას უჭერს მხარს

რუსეთის მოქალაქეების თითქმის 16% მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას.

შესაბამისი გამოკითხვა ერთობლივად Russian Field-მა და RTVI-მ ჩაატარეს.

„ბირთვული ღილაკის“ გამოყენება ცალსახად „მიუღებელია“ 73,9%-სთვის.

ამავდროულად, 5,2%-მა განაცხადა, რომ ბირთვული არგუმენტი შეიძლება, გამოყენებული იყოს „სამხედრო ოპერაციაში დამარცხების საფრთხის დროს“. ხოლო 10,5%-მა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია “ნებისმიერ შემთხვევაში”.

ბირთვული დარტყმა უფრო ხშირად მისაღებია მამაკაცების 20%-ისთვის და 30-44 წლის პირებისთვის – 18%.

გამოკითხვა 16-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები