ცხოველის წამებაზე ან მისდამი სასტიკ მოპყრობიზე პასუხისმგებლობა მკაცრდება – საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, აღნიშნული კანონპროექტის ავტორი გენერალური პროკურატურაა.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.