თბილისში დაკარგული 10 წლის ბავშვი იპოვეს

10 წლის ბავშვი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს.

არასრულწლოვანს სამართალდამცველებმა კიკვიძის პარკში მიაგნეს. ის უვნებლადაა და ამჟამად, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მოზარდი სახლიდან დღის განმავლობაში გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები