პუტინი დაღესტანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაღესტანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღესტანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პუტინმა ნარინ-კალას ციხის არქიტექტურული და არქეოლოგიური კომპლექსი, ასევე დერბენტ ჯუმას მეჩეთი მოინახულა, რომლებსაც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

ნარინ-კალას ისტორიულ-კულტურული ადგილის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მეთაური ხალხური რეწვის გამოფენას გაეცნო. ვლადიმერ პუტინი ინფორმირებული იყო დაღესტანში ტურიზმის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაფართოების პერსპექტივების შესახებ. შემდეგ პრეზიდენტი დერბენტ ჯუმას მეჩეთს ეწვია.

ვლადიმერ პუტინთან ერთად დაღესტანში იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იური ჩაიკა, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური სერგეი მელიკოვი და რუსეთის პარლამენტის სენატის წევრი დაღესტნის რესპუბლიკიდან სულეიმან კერიმოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები