უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times-ს თავდაცვის სამინისტროს აპარატთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციაზე უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი წყარო მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ პრიგოჟინის აჯანყების დროს, სუროვიკინმა „მხარე აირჩია“.
მანამდე, სუროვიკინის დაკავების შესახებ ცნობები სამხედრო ბლოგერმა, ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა, რომლის თქმითაც, გენერალი 25 ივნისს, აჯანყების მეორე დღეს დააკავეს. მისი თქმით, სუროვიკინი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.