ზელენსკიმ უკრაინაში სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს სამედიცინო კანაფის ლეგალიზებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინელებს ომის ტკივილის, სტრესისა და ტრავმის დაძლევაში დაეხმარონ.
„მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია უკრაინაში განვითარდეს გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის სფერო, რომელიც ეხება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობას, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადებას.