ზელენსკი: რუსეთთან უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა ისარგებლებს, მათ შორის საქართველო და მოლდოვა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა ისარგებლებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
მისი თქმით, რუსეთმაც კი ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია რუსეთის დღევანდელი საზღვრების შენარჩუნებასთან.
„უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს გამარჯვებულთა ალიანსია და მას მორალური უპირატესობა აქვს. გამარჯვებულები სრულიად სამართლიან დაცვაში.
იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ალიანსის ყველა წევრმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ ყურება შეწყვიტოს.
უკრაინის რუსეთთან გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას.