ბაიდენი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ პუტინი ცალსახად დასუსტდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცალსახად დასუსტდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა CNN-ს განუცხადა.

ბაიდენის თქმით, „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია ამბოხის მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“.

„ის თავის ქვეყანაში ომს აგებს. ის მთელი მსოფლიოსგან გარიყულია, არა მხოლოდ NATO-სგან, ევროკავშირისგან, არამედ იაპონიისგანაც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, არის თუ არა პუტინი დღეს უფრო სუსტი, ვიდრე გასულ კვირას იყო, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები