„ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე წვდომა აღდგა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა აღდგა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, როგორც გაირკვა, ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“ ჰქონდა გლობალური ხარვეზი, რის გამოც პრობლემა არაერთ სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას შეექმნა. ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და „იმედის“ გვერდი შეუფერხებლად მუშაობს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა დღეს, 28 ივნისის საღამოს ხუთი საათიდან იყო შეზღუდული და გვერდი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი ადმინისტრატორებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები