თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა
თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზია.
თავდაპირველად მატარებლები მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ, თუმცა მოგვიანებით, მოძრაობა მთლიან ხაზზე გაჩერდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მოძრაობა კვლავ „დელისამდე“ აღდგა, ხოლო „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და „ვაჟა ფშაველას“ მეტროსადგურებში მგზავრთა მიღება დროებით შეზღუდულია.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა სრულად.