15 წლის ილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

15 წლის ილიას დაუდგინდა მწვავე ბ ხაზოვანი ლიმფობლასტური ლეიკემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს რაც შეიძლება მალე საზღვარგარეთ გადაყვანას.

ილია მრავალშვილიანი ოჯახის წევრია და ჰყავს 4 დედმამიშვილი. ამჟამად დედა ემიგრაციიდან ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნდა. მკურნალობა დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან, ამიტომ მის ოჯახს უსახსრობის გამო სჭირდება საზოგადოების დახმარება.

საზღვარგარეთ მკურნალობის დასაწყებად პირველადი საჭირო თანხა 15 ათას ევროს შეადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ ამოუდგებით მის ოჯახს გვერდში და დავამარცხებთ ილიას დაავადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები