“რუსეთი თავად უნდა სთხოვდეს ნატოს, რომ უკრაინა მიიღოს, ეს მის ინტერესშია” – ზელენსკი

რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული იმაში, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, ამის სიცხადე მხოლოდ ბუნკერიდან არ ჩანს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას.

“რუსეთისთვის ახლა ყველაზე სწორი იქნებოდა, მოითხოვოს უკრაინის ნატოში მიღება, რადგან ნატოს წევრები თავს იცავენ და არა – ანადგურებენ. ნატოს ქვეყნები ხალხს იცავენ და არ ესხმიან მეზობლებს, რომ მათი მომავალი გაანადგურონ”, – თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი, რომელიც ახლა შედის შიდა არასტაბილურობის პერიოდში, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე უსაფრთხოებით.

“აქედან გამომდინარე, რუსეთიც დაინტერესებულია უკრაინით ნატოში. ეს შეიძლება, არ იყოს ხილული ვინმესთვის მოსკოვიდან ან ვალდაის ბუნკერიდან. ამას მთელი მსოფლიო ხედავს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები