პოლონეთი მზად არის, 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინის აგრობლოკადა მოხსნას
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა შეზღუდვების გარეშე რეგულარული ვაჭრობა უნდა დააბრუნონ, რომლებიც ვარშავის მოთხოვნით დაწესდა.
ამის შესახებ მან კიევში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც, უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიეტუველ კოლეგასთან ერთად იმყოფება.
“იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მოქმედი შეზღუდვების ვადა 15 სექტემბერს იწურება, ხოლო ვადაზე ადრე მათი მოხსნა არ იგეგმება.
დუდამ თქვა, რომ უახლოესი თითქმის ორი თვის განმავლობაში შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია გარკვეული სამზადისისთვის, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
„ეს დრო საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენები, რომლებსაც უარყოფითი სოციალური გავლენა გააჩნიათ და შევიმუშაოთ მექანიზმები, რომლებიც უარყოფითი გავლენების გარეშე, ტვირთბრუნვისა და ტრანზიტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა”,- თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიიღო ასეთი გეგმების დადასტურება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონისგან.
„ვნახავთ, როგორ განიბლოკება ყველაფერი, მაგრამ კომისარი დამპირდა, რომ 15 სექტემბრის შემდეგ ბლოკირების გაგრძელება აღარ იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.