პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილება დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო

????????????????????????????????????

პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილება დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით – 78 ხმით მიიღო. ცვლილებით, კოდექსის ნორმები შესაბამისობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან – „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება ეხება შესაძლებლობას, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის არაარსებითი პირობების შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელეს მისცეს დავალება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება 10 დღის ვადას აღემატებოდეს. აღნიშნული განჩინების გასაჩივრება დაუშვებელი იქნება.
თუკი ამ ვადაში არ გამოსწორდება დარღვევა, მიღებული იქნება განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონპროექტით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი საფუძვლით, რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი წარმოიშვება სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები