“ჩვენ გვყავს მოზარდი, რომელიც გარდაიცვალა, არ შეიძლება პატიება” – მაკრონმა მოსახლოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ​პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის მოზარდის გამო, პარიზის გარშემო არეულობის ფონზე, მოსახლოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

მისი თქმით, აუცილებელია სიმშვიდის გამოვლენა, „რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს“.

“ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რადგან არ გვჭირდება ხანძარი”, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „სიყვარულისა“ და „პატივისცემის“ დროა.

მან ასევე გამოხატა „მთელი ხალხის ემოცია“ და ქვეყნის „მთელი სოლიდარობა“ და მსხვერპლისა და მისი ოჯახის პატივისცემისკენ მოუწოდა.

მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემა თავის საქმეს სწრაფად შეასრულებს.

“ჩვენ გვყავს მოზარდი, რომელიც გარდაიცვალა, ეს გაუგებარია, არ შეიძლება პატიება”, – შეაჯამა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები