პარლამენტმა „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 77 ხმით, მესამე მოსმენით „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” კანონში ცვლილება მიიღო. კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებით, 2025 წლის 1 იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები