შალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს – მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ
“ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი, როგორც ჰუმანიზმის იდეა საუკუნეების მანძილზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა.
მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის”, – წერს პაპუაშვილი.