ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა გამოუცხადებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ნაუსედას პრესსამსახური იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტთან ვილნიუსის ნატოს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხებს, ლიეტუვის და ევროკავშირის დახმარებას.

ნაუსედა კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც გუშინ ალიანსის 7 ქვეყნის მეთაურმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილა.

კიევიდან კი პოლიტიკოსი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 29 ივნისს ევროპელი ლიდერების სამიტის შეხვედრა იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები