NYT: სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, სავარაუდოდ, აჯანყების მცდელობას სხვა გენერლებიც უჭერდნენ მხარს

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა “ვაგნერის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ იცოდა.

​ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც დაზვერვის მიერ არიან ინფორმირებული.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული კითხვებს იწვევს იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერა ჰქონდა პრიგოჟინს ​რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

New York Times-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ცდილობენ, გაარკვიონ, ეხმარებოდა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს იმ მოვლენების დაგეგმარებაში, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მისი 23-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე საშიშია.

გამოცემის წყაროების თქმით, არსებობს მინიშნებები, რომ “ვაგნერის” მცდელობას შესაძლოა, სხვა გენერლებიც უჭერდნენ მხარს

აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი არ აჯანყდებოდა, რომ არ სცოდნოდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები მის დაეხმარებიან.

“იმ შემთხვევაში, თუ გენერალი სუროვიკინი ნამდვილად იყო ჩართული შაბათ-კვირის მოვლენებში, მაშინ ეს იქნება ბოლო წვეთი იმ კონფლიქტში, რომელიც არსებობდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამბოხის მცდელობა შესაძლოა, მიუთითებდეს დიდ განხეთქილებაზე პუტინისა და პრიგოჟინის მომხრეებს შორის. და პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა სუროვიკინს მოვლენებში მონაწილე პირად და როგორ უპასუხოს ამაზე”, – წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები