მედიის ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავმა ბელარუსი დატოვა და რუსეთისკენ მიემართება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა ბელარუსი დატოვა და რუსეთისკენ მიემართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ბელარუსი გეიუნის“ ფრენის რადარის მონაცემებზე  დაყრდნობით ავრცელებს.

„ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი  Embraer Legacy 600 (რეგ. ნომერი RA-02795) აფრინდა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომიდან 22:39 საათზე აფრინდა და რუსეთის ფედერაციისკენ მიემართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მაჩულიშჩიეში ზუსტად 14 საათი და 59 წუთი დარჩა. გარდა ამისა, მაჩულიშჩედან აფრინდა მეორე თვითმფრინავი (RA-02878), რომელიც ბელარუსში, მაჩულიშჩეში დღეს დილით ჩავიდა.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი 27 ივნისს ბელარუსში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები