Reuters-ის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა ევროპამდე მიაღწია
აღმოსავლეთ და დასავლეთ კანადის ტერიტორიაზე გაჩენილმა ტყის ხანძარმა რეკორდული, 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გამოუშვა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს.
წლევანდელმა ხანძარმა კანადაში ამ დროისთვის დაახლოებით 76 000 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა.
კანადის უწყებათაშორისი ტყის ხანძრის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2016, 2019, 2020 და 2022 წლებში არსებულ მონაცემებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა ჰაერის ხარისხის დაბინძურების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.