ბენ უოლესი: უკრაინამ ზაფხულში იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე ზამთარში დაკარგა

Ben Wallace, Secretary of State for Defence of the United Kingdom visits The Queens Royal Hussars soldiers and officers in Finland during Exercise Arrow 22. Soldiers in armoured fighting vehicles from The Queen’s Royal Hussars (QRH) are taking part in Exercise Arrow in Finland. Using Challenger 2 tanks, the British troops will partner Joint Expeditionary Force allies including the Finnish, American, Latvian and Estonian Army in and around the Niinisalo training area, which is in the west of Finland. The exercise will test and develop mechanised units operating in a multinational environment, with more than 3,000 soldiers, 150 armoured vehicles and 300 other military vehicles taking part.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის შეიარაღებული ძალების „ზაფხულის კამპანია“ შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინელებმა ფაქტობრივად დაამცირეს რუსეთი, რადგან ამ ხნის განმავლობაში მათ უკან დაიბრუნეს იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსებმა ზამთრის შეტევისას დაიპყრეს.

ბენ უოლესის თქმით, უკრაინამ ზაფხულში საკუთარი მიწის 300 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა.

„უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად ზაფხულის შეტევის ფარგლებში, უკრაინამ უკვე დაიბრუნა დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი – ეს რუსეთის მიერ ზამთრის შეტევისას დაპყრობილ ტერიტორიებზე მეტია“, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები