ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ლიანდაგზე კაცს დაეჯახა

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ლიანდაგზე მძინარე კაცს დაეჯახა. შემთხვევა ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.

„კვირას“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

ინციდენტის გამო მატარებლის მოძრაობა დროებით შეფერხებულია. ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება ტრანსპორტით მგზავრობა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები