საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. დღევანდელი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს და მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა.

სამი მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები