აშშ-მა უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული პაკეტი ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციებს, გააძლიერებს მის საჰაერო თავდაცვას, ხოლო დამატებითი ჯავშანტექნიკა, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, და კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალა კიევს საშუალებას მისცემს რუსეთს მის აგრესიულ ომში წინააღმდეგობა გაუწიოს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, HARM-ის რაკეტები, და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 39 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების დახმარება გამოუყო.