ანჯეი დუდა: „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება პოლონეთისთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება პოლონეთისთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია.
„ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული რუსი ჯარისკაცების გადასვლა, მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად, ძალიან უარყოფითი სიგნალია ჩვენთვის. გვინდა, ეს გასაგები იყოს ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა დუდამ.
როგორც მან აღნიშნა, ის ჰააგაში ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს, სადაც აღმოსავლეთ ფლანგის, კერძოდ, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილება.