ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დღეს რესპუბლიკაში ჩავიდა.

ამის შესახებ Belta წერს.

”დიახ, მართლაც, ის დღეს ბელარუსშია. როგორც დავპირდი, თუ გსურთ, გარკვეული დრო ჩვენთან იყოთ, დაგეხმარებით. ბუნებრივია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს გამოესარჩლა, და თქვა, რომ მას ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.

ბელარუსული მედია დილის საათებში წერდა, რომ მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე, სავარაუდოდ პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები