ევროკავშირი კახოვსკაიას ჰესის ნგრევის შედეგად დაზარალებულ რაიონებს 500 გენერატორს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 500 გენერატორს გადასცემს, რომლებიც ​კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად დაზარალებულ რაიონების საჭიროებებს მოხმარდება.

ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ გენერატორები გამოყენებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, როგორიცაა სატუმბი სადგურები და ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურები.

გენერატორების საერთო ღირებულებაა 16 მილიონი ევრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები