3 სექტემბერი
10:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: შარტავას №7
11:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი ხელს მოაწერენ ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების შეთანხმებას. მისამართი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; გორგასლის ქ #16 მე-6 სართული
11:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე რუსთავის 22-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახალი კომპიუტერების გადაცემის პროცესი და დამრიგებელთა ტრენინგები მიმდინარეობს. ადგილი: რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა; მისამართი: ქუთაისის ქ. #6; საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325;
11:00
საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართბა.
11:00
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი გაიმართება გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში (ქ. გურჯაანი სასტუმრო “რები”) საკონტაქტო პირი: მაია ცქიტიშვილი 595694114;
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ბოლო დროს გააქტიურებულ ანტირუსული ქმედებები და 3 სექტემბერს დაგეგმილი ქუჩის აქცია.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რუსთავის 22-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახალი კომპიუტერების გადაცემის პროცესი და დამრიგებელთა ტრენინგები მიმდინარეობს. ადგილი: რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა მისამართი: ქუთაისის ქ. #6
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 5959 03 77 22
12:30
“პირველ პრესკლუბში” პატიმარ ზაზა მაზანიშვილის ადვოკატი ლალი ბუნტური, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მიმართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
აშშ-ის საელჩოს წინ, კოალიცია “ევრაზიული არჩევანი”, აქციას სახელწოდებით “არა ნატოს” გამართავს.
14:00
საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ 1; საქართველოს ეროვნული არქივი
16:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას გამართავს.
20:00
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, VI საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტს დაესწრება.