როსგვარდია მძიმე შეიარაღებას მიიღებს
რუსეთის ეროვნული გვარდია მძიმე იარაღს და ტანკებს მიიღებს.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი ვლადიმერ პუტინთან იყო განხილული.
ზოლოტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გვარდიის მებრძოლებმა კომპეტენტურად იმუშავეს შაბათ-კვირას შეიარაღებული აჯანყების მცდელობის დროს.
მისი თქმით, უწყება ურთიერთქმედებაში იყო “ფეესბესთან”, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურთან.