რუსეთში პრიგოჟინის საქმის გამოძიება შეწყდა
რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (ФСБ) აჯანყების საქმის გამოძიება შეწყვიტა, რადგან “მისმა მონაწილეებმა შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მიზნად ისახავდა დანაშაულის ჩადენას”.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ, “გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ მისმა მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებები. ამ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, 27 ივნისს საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ“.