“გლობალური კონფლიქტის საფრთხე არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ დღეს, როგორც არასდროს, არის ახლოს გლობალური კონფლიქტის საფრთხე.

ამის შესახებ მან მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს გაფართოების ახალი ტალღა უკვე აშკარად ჩანს, რაც რეგიონში ალიანსის უპრეცედენტო გაძლიერებას ნიშნავს, მათ შორის, რესპუბლიკის საზღვრებთან.

”ახალი გლობალური კონფლიქტის საფრთხე არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს არის. ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, მთელი ჩვენი რეგიონის აფეთქებას, მოახდინონ ხალხის დეზორიენტაცია. ნებისმიერი გზით ვითარების შერყევა და ამ ხმაურის ფონზე საკუთარი წესების დანერგვა. წესრიგის, რომელშიც აღარ იქნება არც ჩვენი ქვეყნები და არც ხალხები. ჩვენც ვართ კარგები, გულწრფელად ვისაუბროთ. ვაძლევთ ამის საბაბს. როგორც ვთქვი, არ არსებობს ფერადი რევოლუციები, თუ ქვეყანაში ამის, თუნდაც მცირედი მიზეზი არ არსებობს.

ცდილობენ, შეცდომაში შეგვიყვანონ კოლექტიური დასავლეთის რეალურ გეგმებსა და ზრახვებზე. სიტუაციის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრას, ჩვენს მცდელობებს, სამწუხაროდ იქ, “დიპლომატიურ იმიტაციას” უწოდებენ. ამ “იმიტაციის” ფასი ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლეა. დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ ნატოს გაფართოების ახალ ტალღას და ალიანსის წევრი ქვეყნების პოტენციალის უპრეცედენტო გაძლიერებას რეგიონში, მათ შორის, ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს. დემონსტრაცია დემონსტრაციას მოჰყვება – ძალის დემონსტრაცია“, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები