“ვაგნერი” მძიმე ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს
კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერი” მის ხელთ არსებულ მძიმე ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დაწყებულია მძიმე ტექნიკის გადაცემის პროცესი.