გაათავისუფლებს თუ არა პუტინი თანამდებობიდან შოიგუს – ISW-ს ანგარიში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თანამდებობიდან, სავარაუდოდ, არ გაათავისუფლებს, რადგან ეს ევგენი პრიგოჟინისთვის დათმობად გამოჩნდება.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ პრიგოჟინის მცდელობა – დაერწმუნებინა პუტინი თავის ერთგულებაში, აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან კრემლის ლიდერმა შეიარაღებული აჯანყება დაახასიათა, როგორც შანტაჟის მცდელობა და მისი ორგანიზატორები – როგორც მოღალატეები.

პუტინის მიერ სიტყვა „შანტაჟის“ გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი გრძნობდა, რომ პრიგოჟინს სურდა კრემლის ლიდერს მისი მოთხოვნები მიეღო და არა პირდაპირ კრემლზე თავდასხმას აპირებდა.

„კრემლი, ალბათ, ცდილობს მიანიშნოს, რომ შოიგუ თავის პოზიციას ამ დროისთვის შეინარჩუნებს და რომ პუტინი არ დაემორჩილება პრიგოჟინის შანტაჟის მცდელობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად გაურკვეველია, შეცვლის თუ არა კრემლი შოიგუს და გერასიმოვს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი დაუყოვნებლივ განახორციელებს სარდლობაში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები