CNN: “ვაგნერის” აჯანყების დროს, მოკავშირეები მოუწოდებდნენ უკრაინას, რუსეთზე იერიში არ მიეტანა
კერძო სამხედრო კამპანიის – “ვაგნერის” არშემდგარი აჯანყების დროს, სანამ ევგენი პრიგოჟინმა არ გამოაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებდა, მოკავშირეები მოუწოდებდნენ კიევს რუსეთზე დარტყმები არ მიეტანა.
ამის შესახებ CNN-ი დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
მოკავშირეებს მიაჩნდათ, რომ, ასეთი იერიშის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინას და დასავლეთს პრიგოჟინის მხარდამჭერად განიხილავდა და რუსეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცვლელად გამოაცხადებდა.
„მესიჯი იყო მარტივი, რომ არ მოხდეს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა”, – თქვა ჩინოვნიკმა და დასძინა, რომ კიევს ეს გზავნილი საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების და ელჩების დონეზე გადაეცა.
“ეს არის რუსეთის შიდა საქმე. მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინელები, არ მოახდინონ სიტუაციის პროვოცირება. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ჩაერთოთ შიდა საქმეებში და ნუ დაარტყამთ სამხედრო ობიექტებს რუსეთის შიგნით”, – თქვა წყარომ.
მისი თქმით, რუსებს ყოველთვის სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ საფრთხე ემუქრება რუსეთის სუვერენიტეტს, ამიტომ არ ღირდა იმ ნარატივის გამოკვება, რომ აჯანყება დასავლეთის ინიციატივა იყო.