Беларускі Гаюн: მინსკთან, სავარაუდოდ, პრიგოჟინის თვითმფრინავი დაეშვა
კერძო სამხედრო კამპანიის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა.
ამის შესახებ ბელარუსული პროექტი – Belarus Gayun წერს.
პრიგოჟინის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით დილის 7:40 საათზე დაეშვა.
26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელემიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ბელარუსში გამგზავრება არა მხოლოდ პრიგოჟინს, არამედ “ვაგნერის” მებრძოლებსაც შეუძლიათ, თუ ისინი შეუერთდებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან სამხედრო მსახურების დასრულებას არ მოისურვებენ.
პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი 24 ივნისის შემდეგ, როდესაც მან გამოაცხადა, რომ მოსკოვში აღარ შევა და თავისი მებრძოლები საველე ბანაკში დააბრუნა. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავა.