პუტინი: რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს

აჯანყებულებს, ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მხარდამჭერებს სურდათ რუს სამხედროებს ერთმანეთი დაეხოცათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ეს არის ზუსტად ის შედეგი – ძმათამკვლელი ომი, რომელიც სურდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტები კიევში და მათი დასავლელი მფარველები და სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეები. მათ უნდოდათ, რომ დაღუპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო, სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს” , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები